ფეხბურთი

19:54 | 4.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “ტორესს “ჩელსიში” მომავალი აქვს”

ლონდონის “ჩელსის” დამრიგებელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ ფერნანდო ტორესს “არისტოკრატებში” დარჩენა შეუძლია.

ცოტა ხნის წინათ, მოურინიომ განაცხადა, რომ მისი გუნდი ახალ თადამსხმელს დაიმატებს, ხოლო ამჟამინდელი შემტევების ნაწილს წასვლა მოუწევს. როგორც ჩანს, პორტუგალიელი ესპანელ თავდამსხმელს შანსს აძლევს.

“ტორესს “ჩელსიში” მომავალი აქვს. ის თავდაუზოგავად მუშაობს. ფერნანდოს გუნდისთვის სარგებელი მოაქვს, მაგრამ ჩვენ მეტს ვითხოვთ. მასაც მეტი სურს.

ტორესი ისეთი მოთამაშეა, რომელიც ჩემს პატივისცემას იმსახურებს. მიმაჩნია, რომ უკმაყოფილო არ უნდა იყო ფეხბურთელით, რომელიც ყველაფერს აკეთებს. ტორესი გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ნათელია, რომ მეტი გვინდა.” – აცხადებს ჟოზე მოურინიო.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ფერნანდო ტორესმა 21 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102172