ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, “არსენალთან” მოგებული თამაშის (6:0) შემდეგ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ მისმა შეგირდებმა მატჩის ბედი უკვე მე-7 წუთზე გადაწყვიტეს.
“მას შემდეგ, რაც მე-7 წუთზე ანგარიში უკვე 2:0 გახდა, თამაში დასრულდა.
დღეს, ძალიან კარგი თამაში ვაჩვენეთ. მართალია, მეტოქე მოგვიანებით რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა და არბიტრმა სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანიც დანიშნა, მაგრამ თამაში უკვე პირველ წუთებზე იყო მოგებული.
თერთმეტმეტრიანის დროს, “არსენალის” საჯარიმოში ბევრი ფეხბურთელი იყო, ხოლო ერთ-ერთმა კარიდან ბურთი ხელით გამოიტანა, როგორც მეკარემ. მწვრთნელის ადგილიდან რთული იყო გარჩევა, თუ კონკრეტულად რომელმა ფეხბურთელმა გააკეთა ეს. თუმცა თერთმეტმეტრიანი და გაძევება სამართლიანი იყო. ვწუხვარ, რომ არბიტრმა სხვა ფეხბურთელი გააძევა. მას დახმარება ვერც გვერდითა მსაჯმა გაუწია.” – აცხადებს ჟოზე მოურინიო.
“ჩელსისა” და “არსენალს” შორის გამართული შეხვედრის მე-15 წუთზე, საკუთარი კარის ხაზზე ხელით ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ითამაშა, მაგრამ მსაჯმა მოედნიდან გიბსი გააძევა.