“ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ “მანჩესტერ სიტისთან” გასამართ მატჩში ფავორიტები “ქალაქელები” არიან, რომლებსაც ლონდონელების განადგურებაც შეუძლიათ.
“სიტის” ორშაბათს ვხვდებით და ჯერჯერობით ანგარიში 0:0 არის.
არის მეტოქე ფავორიტი? კი. შეუძლია მას 4, 5 ან 6 ბურთით მოგება? კი. თუმცა, ანგარიში ჯერ 0:0 არის და მანჩესტერში საბრძოლველად მივდივართ.” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Gოალ-ი.
“სიტის”, პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, თერთმეტივე საშინაო შეხვედრა მოგებული აქვს, ხოლო “ჩელსიმ”, 11 გასვლითი მატჩიდან მხოლოდ 5 მოიგო.