ფეხბურთი

11:32 | 27.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო რუნის გადაწყვეტილებისკენ მოუწოდებს

 

"ჩელსის" თავკაცი ჟოზე მოურინიო "მანჩესტერის" თავდამსხმელს უეინ რუნის ტრანსფერთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებისკენ მოუწოდებს. პორტუგალიელს სურს ინგლისელმა გაარკვიოს კლუბში დარჩენა-არდარჩენის საკითხი, რათა მისთვის ყველაფერი ნათელი იყოს.

"ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, მაგრამ "მანჩესტერი" უცნაური კლუბია და ძალიან ყოყმანობს. მსოფლიოს ნებისმიერი კლუბი, როდესაც ფეხბურთელს წასვლა უნდა, რა თქმა უნდა, მხარს არ უჭერს, მაგრამ აძლევს დროს მოსაფიქრებლად და გვერდში უდგებიან. "იუნაიტედს" განსაკუთრებული გულშემატკივრები ჰყავთ და რუნის დარჩენაც უნდათ და თუ ფეხბურთელი გადაწყვეტს, რომ დარჩეს, პირველ რიგში ჩვენ ვცემთ პატივს მის გადაწყვეტილებას. უბრალოდ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ხდება და შესაბამისი ზომები მივიღოთ",  - აღნიშნა Sky Sports News-თან საუბრისას ჟოზე მოურინიომ.

მოურინიომ გუშინდელ მატჩზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე გუნდს რთული მატჩი ჰქონდა: "ორივე კლუბს უნდოდა გამარჯვება, თუმცა შედეგი სახეზეა. ჩვენ მთელი მატჩის განმავლობაში ვაკონტროლებდით სიტუაციას, მაგრამ ვერ მოვიგეთ. საბოლოო ჯამში კარგი თამაში გამოგვივიდა".

გიორგი ბალახაძე

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117756