ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, რომელიც გასული 3 წლის განმავლობაში კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად მუშაობდა, წარსულს იხსენებს და აცხადებს, რომ მას ნამდვილ რონალდოსთან მუშაობის ბედნიერება ჰქონდა.
“რეალიდან” წასვლის შემდეგ, მოურინიომ, რონალდუ დადებითად დაახასიათა, მაგრამ მას საკუთარ თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანი უწოდა. ახლა კი, პორტუგალიელი იმ პერიოდზე საუბრობს, სანამ ის მთავარ მწვრთნელად მუშაობას დაიწყებდა. იმ დროს, მოურინიო “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის თანაშემწე იყო.
“ჯერ კიდევ მწვრთნელობის დაწყებამდე, დიდ კლუბებში დიდ სპეციალისტებთან მიმუშავია. მაშინ, ჯერ მხოლოდ 30 წლის ვიყავი, მაგრამ რონალდოსთან ერთად უკვე ვმუშაობდი. ვგულისხმობ ნამდვილ რონალდოს, ბრაზილიელს. მიმუშავია რივალდოსთან, გვარდიოლასთან, ფიგუსთან და სხვა დიდ ფეხბურთელებთან ერთად.” – აცხადებს მოურინიო ESPN-თან საუბრისას.