ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მისი გუნდის ბრაზილიელ ცენტრალურ მცველს, დავიდ ლუიზს აქებს.
“დავიდი ფანტასტიკურ ფორმაში დაგვიბრუნდა და ჩვენ ამით უნდა ვისარგებლოთ.
შეუძლია თუ არა დავიდ ლუიზს, როგორც მცველს, კიდევ განვითარება? რა თქმა უნდა, კი. ჩემი საქმე სწორედ ფეხბურთელების განვითარებაა.” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Goal-ი.
როგორც ცნობილია, დავიდ ლუიზის შეძენის სურვილს “ბარსელონა” გამოთქვამს. აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, მოურინიოს ბრაზილიელი უკანახაზელის შენარჩუნების დიდი სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, სიტუაცია იცვლება.