ფეხბურთი

12:26 | 22.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "ლამპარდმა თავისი საქმე გააკეთა"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ სიტისთან" ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ (1:1), "არისტოკრატების" ყოფილ ფეხბურთელ ფრენკ ლამპარდის შესახებ ისაუბრა. პორტუგალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ლამპარდმა "ჩელსის" კარში გატანილი გოლით თავისი საქმე შეასრულა.

"ლამპარდი "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელია, როცა მან გადაწყვიტა "ქალაქელების" მაისურით თამაში, ყოფილი კლუბისადმი სიყვარულიც მაშინ დამთავრდა. შეიძლება ფეხბურთის მიმართ ძალიან პრაგმატულად ვარ განწყობილი. ისიც შეიძლება, ლამპარდის გულში "ჩელსისადმი" სიყვარული წასვლის დროს კვლავ იყო, თუმცა მას აღნიშნულ მატჩში ჩვენი დამარცხება უნდოდა და მან თავისი საქმე გააკეთა - ფეხბურთში ეს ბუნებრივია." - განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის მეხუთე ტურის მატჩში ფრენკ ლამპარდმა ყოფილ გუნდს 85 წუთზე გაუტანა და "ქალაქელები" წაგებისგან იხსნა.

გიორგი ბალახაძე

0.115092