ფეხბურთი

17:20 | 22.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო კურტუას ულტიმატუმს უყენებს

ახალგაზრდა ბელგიელი მეკარის, ტიბო კურტუას მომავალი კვლავ გაურკვეველია. მადრიდული Marca-ს ინფორმაციით, “ატლეტიკოში” “ჩელსიდან” განათხოვრებულ ფეხბურთელს ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კონტრაქტის გახანგრძლივებას სთხოვს და მას ულტიმატუმსაც უყენებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელი სპეციალისტი 21 წლის ფეხბურთელს 2 წლის განმავლობაში სათადარიგოთა სკამზე ჯდომით ემუქრება, თუ ის ხელშეკრულების 2019 წლამდე გაგრძელებას არ დასთანხმდება. ტიბო კურტუა “ჩელსიში” 2014 წლის ზაფხულში დაბრუნდება და იმის გათვალისწინებით, რომ მას “არისტოკრატებთან” კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს, მოურინიოს მუქარა ასრულებადია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ “განსაკუთრებულს” იკერ კასლიასის სათადარიგოთა სკამზე დასმის გამოცდილება აქვს და გასაკვირი არ იქნება, თუ ის ასე კურტუასაც მოექცევა.

არსებობს ინფორმაცია, რომ ტიბო კურტუა “ბარსელონაში” ვიქტორ ვალდესის შეცვლის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მოურინიო ბელგიელში სამომავლოდ პეტერ ჩეხის შემცვლელს ხედავს, კატალონიელებს ლონდონელების ტრანსფერზე დაყოლიება გაუჭირდებათ. ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, “ბარსას” კურტუას სანაცვლოდ მინიმუმ 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

0.11673