როგორც ჩანს, ლონდონის “ჩელსის” მცველი ეშლი კოული, რომელსაც შეთავაზება ამერიკული კლუბისგან აქვს, ისევ “არისტოკრატების” შემადგენლობაში დარჩება.
33 წლის ფეხბურთელს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს ეწურება. MLS-ში მას ფრანგი ფორვარდი ტიერი ანრი ეპატიჟება, თუმცა, “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო იმედოვნებს, რომ კოული მათთან დარჩება.
“დიახ, კოულის მომავალს “ჩელსიში” ვხედავ. შესაძლოა, ანრის და “ნიუ-იორკ რედ ბულსს” მისთვის საინტერესო წინადადება აქვს, მაგრამ პირადად მე მსურს, რომ ის ჩვენთან დარჩეს” - განაცხადა მოურინიომ.