ფეხბურთი

12:17 | 9.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო კმაყოფილია, ბლანი გამოუცდელობას აბრალებს

უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4-ფინალურ მატჩში, ლონდონის “ჩელსიმ” “პარი სენ-ჟერმენი” 2:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. მატჩის შემდეგ, მთავარმა მწვრთნელებმა ჟურნალისტებისთვის კომენტარები გააკეთეს.

ჟოზე მოურინიო (“ჩელსი”): “წარმატების ყოველთვის გვჯერა. ეს ჩვენი ბუნების ნაწილია. იცით, როგორიცაა ფეხბურთი. პარიზში, გოლი უკანასკნელ წუთზე გავუშვით და რატომ არ უნდა გაგვეტანა ლონდონური მატჩის ბოლო წუთებში? ჩვენი ნახევარდაცვა გადაიღალა. დემბა ბამ გაიტანა და ძალიან გაგვახარა. პსჟ-სთან მატჩში მაქსიმალურად დავიხარჯეთ. ყველა რგოლმა კარგად ითამაშა.

აზარის ცვლილება? ედენმა ტკივილი იგრძნო და თქვა, რომ თამაშს ვეღარ გააგრძელებდა”.

ლორან ბლანი (“პარი სენ-ჟერმენი”): “მატჩის დასრულებამდე სულ რაღაც 5 წუთით ადრე, კონცენტრაცია დავკარგეთ. შურლეს გოლის მიუხედავად, ჩემმა გუნდმა კარგი თამაში ჩაატარა. ვცდილობდით, მაღალი კლასის დემონსტრირება მოგვეხდინა და ჩვენი თამაში გვეთამაშა. “ჩელსიმ” ფიზიკური მომზადებით გვაჯობა, მაგრამ ამას განსაკუთრებული პრობლემა არ შეუქმნია.

ორივე გუნდმა აჩვენა, რომ ერთ დონეზე არიან. შესაძლოა, “ჩელსის” მეტი გამოცდილება აქვს და იმიტომ გავიდა. დრო გვჭირდება, რათა გავიზარდოთ. 1-2 წელიწადში დიდი კლუბი ვერ გახდები. იბრაჰიმოვიჩის არყოფნა ძალიან დაგვეტყო. თამაში ჩვენ არ წაგვიგია – “ჩელსიმ” მოიგო”.

 

0.12658