ფეხბურთი

20:25 | 1.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “კარიერის საუკეთესო პერიოდი მიდგას”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ ამჟამად, ის სამწვრთნელო კარიერის მწვერვალზე იმყოფება.

“ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემი დღევანდელი სამუშაო განსხვავდება იმისგან, რასაც აქამდე ვაკეთებდი.

“ჩელსიში” იმისთვის დავბრუნდი, რომ ამ გუნდს რითიც შემიძლია დავეხმარო. ვიცი, რომ გუნდი დიდი გამოწვევებისთვის მზად ჯერ არაა, მაგრამ შეცდომის გამოსწორებაზე ნაყოფიერად ვმუშაობთ.

მიმაჩნია, რომ კარიერის საუკეთესო ეტაპზე ვარ. სწორედ ახლა ერთიანდება ორი რამ – ახალგაზრდობა და გამოცდილება. ჩემთვის, ფეხბურთში ახალი არაფერია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ასაკი მუშაობის საშუალებას მაძლევს.

გამუდმებით ზეწოლის ქვეშ ვარ, მაგრამ ეს საერთოდ არ მანაღვლებს. როდესაც ვიგებთ, გახარებული ვარ, მაგრამ როგორც კი წავაგებთ, მინდა ვარჯიში ჩავატარო და დაშვებული შეცდომები გამოვასწორო.

ტიტულის მოგება? რა თქმა უნდა, ეს ყველა მწვრთნელის სურვილია.” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Sky Sports-ი.

0.117003