ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ თუკი დიდი ხნის განმავლობაში ტიტულს ვერ მოიგებს, კლუბს თავისი ნებით დატოვებს.
“ის ადამიანი ნამდვილად არ ვარ, რომელიც გუნდში 3-4 წელიწადს უტიტულოდ გაატარებს და სკამს მაინც არ დათმობს. წარუმატებლობის შემთხვევაში, იმ მომენტს არ დაველოდები, როცა კლუბის ხელმძღვანელობა კარისაკენ მიმითითებს. უპირველესად, თავადვე ვიტყვი, რომ მაქსიმალური მუშაობის მიუხედავად, შედეგს ვერ მივაღწიე და შემდეგ გარემოს გამოვიცვლი”, - უთხრა პორტუგალიელმა The Telegraph-ს.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის “რეალის” ყოფილი თავკაცი “სტემფორდ ბრიჯზე” წელს დაბრუნდა.