ფეხბურთი

18:39 | 23.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: ,,იოზილის შეჩერება შეუძლებელია.’’

დღეს ღამით ლონდონური დერბი გაიმართება, არსენალი საკუთარ  მოედანზე ,,ჩელსის’’ უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ,,არისტოკრატთა’’ დამრიგებელმა ჟოზე  მოურინიომ მესუთ იოზილის შესახებ ისაუბრა. პორტუგალიელის აზრით, იოზილის განეიტრალება რთულად შესასრულებელი მისიაა.

,,იოზილი ფენომენალური ფეხბურთელია, ის არის ერთ-ერთი, რომლის ყიდვაც კლუბის თამაშს სრულყოფილამდე მიიყვანს.’’

,,მე ვიცი მისი ძლიერი მხარეები, თუმცა მაქვს ჩემი შეხედულებები თუ როგორ მოვახერხოთ მისი შეჩერება 90 წუთის მანძილზე, როგორ მოვახდინოთ მასზე სწორი ზეგავლენა.’’

,,მიუხედავად ამისა, იოზილის ტიპის ფეხბურთელების შეჩერება მთელი მატჩის განმავლობაში პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან იქმნება სიტუაციები, სადაც მათ ვერ უმკლავდები, სადაც ისინი სრულად ავლენენ შესაძლებლობებს, ამ დროს რწმუნდები  მათ სიძლიერეში.’’

ვენგერს როდესაც ჰკითხეს პრემიერლიგის ჩემპიონობასთან დაკავშირებით, ფრანგის პასუხი  მოკრძალებული იყო, მისი აზრით ,,არსენალი’’ ჩემპიონობის სრულფასოვანი კანდიდატი ნამდვილად არ არის. არსენის ამ პახუსთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვეს ჟოზე მოურინიოს, პორტუგალიელმა ამგვარი რამ თქვა:

,,შესაძლოა, ეს მისი სტრატეგიაა. თუმცა, ვფიქრობ, გულის სიღრმეში მათ სჯერათ გამარჯვების. მდგომარეობიდან გამომდინარე ისინი აუცილებლად იფიქრებენ ქულების მაქსიმალურ დაგროვებაზე.’’_დაასრულა მოურინიომ.

დიმიტრი შარიქაძე

 

0.114082