ფეხბურთი

19:44 | 4.08.2014 | ნანახია 1646 - ჯერ

მოურინიო: “ფაბრეგასს რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში”

“ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, გუნდში სესკ ფარეგასის როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი სახით, არისტოკრატებმა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დაიმატეს.

ლონდონელთა თავკაცის კომენტარს “ჩელსის” ოფიციალური საიტი ავრცელებს:

“ყოველთვის მეგონა, რომ ფაბრეგასი “ბარსელონადან” არსად წავიდოდა, რადგან ის კატალონიელია. ამასთან, ჩავის კარიერა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და ლეგენდარული ნახევარმცველის შემცვლელს სწორედ სესკში ვხედავდი.

მას ძალიან სურდა ინგლისში დაბრუნება და ამით ვისარგებლეთ. იგი უდიდეს კლუბში თამაშობდა, მაგრამ მაინც უნდოდა დაბრუნება. როგორც კი ეს გავიგეთ, მივხვდით რომ ის ჩვენი უნდა ყოფილიყო.

მას როგორც გამთამაშებლად, ისე მეორე თავდამსხმელად შეუძლია თამაში. თუ იგი მე-10 ნომრის პოზიციაზე თამაშობს, მას გოლის გატანა შეუძლია. მე-8-ს პოზიციაზე კი გუნდს სტაბილურობას სძენს. მე მას ყველგან ვხედავ, რადგან იგი უნივერსალური ფეხბურთელია

მისი მთავარი დადებითი თვისება ეპიზოდის სწრაფად და ზუსტად შეფასებაა. სესკს შეუძლია, ერთი გადაცემით თამაშის ბედი გადაწყვიტოს. მას მარტოს შეუძლია თამაში აჩქარება ან შენელება. იგი ძალიან ჭკვიანია. ჩვენს გუნდს ფაბრეგასისნაირი ინტელექტის მქონე ფეხბურთელი ძალიან გამოადგება.” – ამბობს მოურინიუ.

შეგახსენებთ, რომ ფაბრეგასი “ჩელსიში” რამდენიმე კვირის წინ “ბარსელონადან” გადავიდა.

ლევან გოგოტიშვილი


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:55 | 05.08.2014
gagimarjos (433)

zidani (1207)რა შეცდომაზე ლაპარაკობ?რამდენი ფეხბურთელი გეგულება უარს რო იტყვის ბარსაში თამაშზე,თანაც კატალონიელი?

10:36 | 05.08.2014
maestro10 (13745)

რა და როცა იცი რომ გუნდში ხავი და ინიესტა იქ უშანსოდ რომ იქნებოდა უნდა გაეგო

20:57 | 04.08.2014
NGoLo KaNte (36472)

იმედია გაამათლებს

20:50 | 04.08.2014
zidani (7702)

ფაბრეგასმა დიდი შეცდომა დაუშვა ბარსაში გადასვლით. არსენალში რო დარჩენილიყო კაი იქნებოდა მისთვისაც და გუნდისთვისაც. ლიდერი იყო ბოლოს და ბოლოს გუნდში

23:49 | 04.08.2014
BEERTRANCE (97819)

ხდება ხოლმე

20:46 | 04.08.2014
სალი რონალდო :* (194)

დაცვაშიც ათამაშებს ხოლმე ))))

20:42 | 04.08.2014
gagimarjos (433)

ვეთანხმები მაურინიოს და ვთვლი რომ ამისი გაყიდვა შეცდომა იყო.რაკიტიჩს ნამდვილად ჯობია.

20:14 | 04.08.2014
maestro10 (13745)

ემირატ სტედიუმზე დედას ამოუტრიალებენDDDDDDDDDDDDDDDDDDD

23:48 | 04.08.2014
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDD

20:17 | 04.08.2014
aristokrat-gio (678)

ეგ ბაზარი არაა, კოულის მაგალითი რად ღირს

20:38 | 04.08.2014
maestro10 (13745)

ხო მაგრამ ამას უფრო მეტად აგინებენDDDDDDDDDDDდ

23:48 | 04.08.2014
BEERTRANCE (97819)

მწარედ თან

19:56 | 04.08.2014
aristokrat-gio (678)

ლამპარდი წავიდა და ჭკვინი ფეხბურთელი ნაღდად გვჭირდებოდა, იმედია გაამართლებს, ამხანაგურებში ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. მე მაინც მგონია რომ მატიჩს შეუწყვილებს ცენტრში და გამთამაშებლად ოსკარს დააყენებს ისევ

0.124943