ფეხბურთი

19:17 | 16.07.2013 | ნანახია 1458 - ჯერ

მოურინიო: “ევროპის ლიგა “ჩელსის” შესაფერისი ტურნირი არაა”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ევროპის ლიგას, რომელიც “არისტოკრატებმა” გასულ სეზონში მოიგეს, თავისი შეგირდების შესაფერის ტურნირად არ მიიჩნევს.

“ევროპის ლიგის მოგება არ მინდა. ამ ტურნირზე გამარჯვება, ჩემთვის, დიდი იმედგაცრუება იქნება. არ მინდა, რომ ჩემს ფეხბურთელებს ევროპის ლიგა თავიანთ ტურნირად მიაჩნდეთ.

არსებობს მხოლოდ ერთი ევროტურნირი, რომელზეც “ჩელსის” ფეხბურთელები უნდა თამაშობდნენ.” – აცხადებს “ჩელსიში” დაბრუნებული მოურინიო.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:02 | 01.06.2016
shakooo7 (2507)

რუმინეთთან მგონია რო არ წააგებენ

0.0736
1458