ფეხბურთი

18:37 | 29.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “ეს “რეალისთვის” ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია ბოლო 10 წლის განმავლობაში”

 

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს აზრით, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დორტმუნდის “ბორუსიასთან” გასამართი საპასუხო მატჩი “სამეფო კლუბისთვის” ბოლო ათ წელიწადში ყველაზე მნიშვნელოვანია.

“რთული სათქმელია, როგორი მათემატიკური შანსები გვაქვს. ჩემს ფეხბურთელებს უკვე ყველაფერი ვუთხარი. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, იმ შეცდომებზე გვესაუბრა, რომლებიც დორტმუნდში დავუშვით. იქ დაფიქსირებული შედეგი სამართლიანი იყო და “ბორუსიამ” გამარჯვება დაიმსახურა.

ეს ფეხბურთია და ყველაფერია შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ რთულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ჩვენი თამაშით უნდა ვისიამოვნოთ. წუთიდან წუთამდე და გოლიდან გოლამდე უნდა ვითამაშოთ.

ვგრძნობ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს “რეალისთვის” ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. მსგავსი შეგრძნება დორტმუნდშიც მქონდა, მაგრამ ისე ვითამაშეთ, თითქოს ამხანაგურ შეხვედრას ვატარებდით. სეზონის დასაწყისიდან “ბორუსიას” ტურნირში გამარჯვების პრეტენდენტად მივიჩნევდი”, – იუწყება მოურინიოს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

0.116853