ფეხბურთი

22:36 | 2.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო დროგბას მოთამაშე-მწვრთნელობას სთავაზობს

“გალათასარაის” კოტ დ’ივუარელ თავდამსხმელს, დიდიე დროგბას ლონდონის “ჩელსიში” დაბრუნების შანსი აქვს. Le 10 Sport-ის ცნობით, ჟოზე მოურინიო მას ასისტენტის როლს სთავაზობს. თანხმობის შემთხვევაში, 36 წლის ფეხბურთელი “არისტოკრატების” მოთამაშე-მწვრთნელი გახდება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დროგბას დამატების სურვილს იტალიური “რომა” გამოთქვამს.

დიდიე დროგბა “ჩელსიში” 2004-2012 წლებში თამაშობდა. ლონდონელთა მაისურით ჩატარებულ 341 მატჩში მან 157 გოლი გაიტანა.

0.158923