ლონდონის “ჩელსის” თავკაცმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ კლუბის ყოფილი ფორვარდი დიდიე დროგბა “არისტოკრატებში” ადრე თუ გვიან მაინც დაბრუნდება. პორტუგალიელის ვარაუდით, კოტდივუარელი ადგილს ლონდონელთა სამწვრთნელო შტაბში დაიკავებს.
“ამ კლუბში დროგბას ეთაყვანებიან, რაც სავსებით ნორმალურია. ვფიქრობ, მოვა დრო და დიდიე “სტემფორდ ბრიჯზე” დაბრუნდება. დროგბა “ჩელსის” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და გულშემატკივრები არასდროს დაივიწყებენ. მას შემდეგ, რაც მან “ჩელსისთვის” გააკეთა, გასაკვირი არ იქნება, რომ დაბრუნდეს. ალბათ, დიდიე “ჩელსის” მწვრთნელი გახდება”, - განუცხადა მოურინიომ A Bola-ს.
შეგახსენებთ, რომ “ჩელსიში” გატარებული რამდენიმე სეზონის შემდეგ, დროგბამ სტამბულის “გალათასარაის” მიაშურა.