ფეხბურთი

19:41 | 22.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო და რონალდუ 2-2 მატჩით დასაჯეს

მადრიდის “რეალის” პორტუგალიელ მწვრთნელსა და ფეხბურთელს, ჟოზე მოურინიოსა და კრიშტიანუ რონალდუს, სადისციპლინო კომიტეტმა, 2-2 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა.

ესპანეთის სამეფო თასის ფინალში, მოედნიდან ჯერ მოურინიო გააძევეს, შემდეგ კი, მეტოქის წინააღმდეგ უხეშად თამაშის გამო, იგივე გზას “განსაკუთრებულის” თანამემამულე რონალდუც გაუყენეს.

ცნობილი გახდა, რომ მოურინიოცა და რონალდუც ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ, მაგრამ ეს სანქცია ლა ლიგის მიმდინარე სეზონის დარჩენილ მატჩებზე არ იმოქმედებს, რადგან მას ძალა ქვეყნის თასზე აქვს. დიდი ალბათობით, ჟოზე მოურინიო, მომდევნო სეზონიდან, “ჩელსის” გაწვრთნის და ის ინგლისის ასოციაციის თასის პირველ ორ თამაშს გამოტოვებს. რაც შეეხება რონალდუს – ის ესპანეთის თასის 2013-14 წლების სეზონის პირველ ორ შეხვედრას დააკლდება.

0.112871