ფეხბურთი

20:50 | 18.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “ჩეხი საუკეთესო მეკარეა, კურტუა – საუკეთესო ახალგაზრდა მეკარე”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მოხარულია იმით, რომ მისი გუნდის საკუთრებაში პეტერ ჩეხი და ტიბო კურტუა ირიცხებიან.

“ჩვენს გუნდს ეკუთვნის ჩეხი, მსოფლიოს საუკეთესო მეკარე და ტიბო კურტუა, მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მეკარე. ეს სასიამოვნო პრობლემაა.

შექმნილი სიტუაცია არ მაღელვებს, რადგან ყველაფერს ჩვენ ვაკონტროლებთ და არა “ატლეტიკო” ან “ბარსელონა”. – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს Goal-ი.

შეგახსენებთ, რომ “ატლეტიკოში” არენდით მოთამაშე კურტუას შეძენით არაერთი გუნდია დაინტერსებული, მათ შორის “ბარსელონაც”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118858