ფეხბურთი

21:01 | 4.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “ჩემპიონობისთვის 6 გუნდი იბრძოლებს”

 

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ინგლისის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში თავისი გუნდის კონკურენტებზე საუბრობს და პრემიერლიგის მოგების მსურველთა რიცხვს საკმაოდ აფართოებს.

“ვფიქრობ, ჩემპიონატის სტარტზე, ტურნირის მოგებისთვის 6 გუნდი იბრძოლებს. სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე კიდევ ერთი თვეა დარჩენილი და შესაძლოა, ამ 6 გუნდში ბევრი რამ შეიცვალოს.

ხალხი “ლივერპულზე” საუბრობს. რატომაც არა? ამ გუნდს ბრწყინვალე მწვრთნელი ჰყავს, რომელსაც თავისი იდეების გატარებისთვის დრო ჰქონდა.

ან, რატომ უნდა დავივიწყოთ “ტოტენჰემი”? ამ გუნდის გამარჯვების ტრადიცია არ აქვს? ეს არაა მთავარი. მნიშვნელოვანია მხოლოდ შემადგენლობა და მწვრთნელი. ვილაშ-ბოაშს ამ გუნდში მუშაობის უკვე ერთწლიანი გამოცდილება აქვს.

“არენალი” ყოველთვის “არსენალია”. ეს გუნდი, დიდი ალბათობით, შემადგენლობას გააძლიერებს. “ჩელსიზე”, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “მანჩესტერ სიტიზე” აღარაფერს ვამბობ.

ვფიქრობ, დეკემბერში, ჩემპიონიბისთვის მებრძოლ გუნდთან რაოდენობა ოთხამდე ან ხუთამდე დავა, მაგრამ ამ ეტაპზე, კანდიდატი ექვსია.” – ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს The Independent-ი.

 

0.114028