ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიომ ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობას 3 პირობა წაუყენა, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც, პორტუგალიელი ინგლისის დედაქალაქში დაბრუნებას დასთანხმდება.
მოურინიოს “რეალიდან” შესაძლო წასვლის შესახებ ხმების გავრცელება არ წყდება. გავრცელებული ინფორმაციით, მას “პარი სენ ჟერმენი”, “მანჩეტერ სიტი” და “ჩელსი” იწვევენ. Mირრორ-ის ცნობით, თუ ამ უკანასკნელს პორტუგალიელის დაბრუნება სურს, 3 პირობა უნდა შეასრულოს.
პირველი მოთხოვნა ფინანსურ მხარეს ეხება. მოურინიო წელიწადში 12 მილიონ ფუნტს ითხოვს, რაც მის მადრიდულ ხელფასს 2 მილიონით აღემატება.
პორტუგალიელის მე-2 მოთხოვნა ფრენკ ლემპარდის შენარჩუნებაა. 34 წლის ნახევარმცველს, რომელიც მოურინიოს ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია, კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება და მისი მომავალი კვლავ გაურკვეველია.
გარდა ამისა, მოურინიო ითხოვს, რომ გუნდი ინგლისის 4 საუკეთესო კლუბს შორის მოხვდეს, რათა მომდევნო სეზონში, ლონდონელებმა ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშონ. ამჟამად, “ჩელსი” სწორედ მე-4 ადგილზეა. ის კიდევ 2 ლონდონურ გუნდს შორისაა მოქცეული, რომლებთანაც “არისტოკრატებს” 2-2 ქულა აშორებთ.
შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო “ჩელსიში” 2004-07 წლებში მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში, მან ორ-ორჯერ პრემიერლიგა და ლიგის თასი, ხოლო თითოჯერ ასოსიაციის თასი და ქომუნითი შილდი მოიგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სარი აკაციის მაუ, სადაც გინდა იქ წადი. ერთი ბაიერნს შეხვდებოდეს რეალი და მეორედ უნდა ვუქომაგო რეალის მეტოქეს. ერთხელ ეს ლივერთან იყო და კი გაპუტეს ქათამივით რასაც შეეწირა კიდეც ყველი (ყველი რუსული კავშირით) კალდერონი რის შემდეგაც დაიწყო რეალმა კვლავ აღმასვლა, ახლაც რა მოიგო ამან რეალში? არაფერი ისეთი და განსაკუთრებული რაც სხვებს არ მოუგიათ. 2 წელში 3 თასი 12 შესაძლებლიდან.
ლოგა დადოს და ჯანდაბაშიც წასულა
თუ ლიგა მოიგო მეორე დღესვე გადავა
მოდი მოდი
როგორც პრემიერლიგის ქომაგი, მივესალმები ,,განსაკუთრებულის'' ინგლისში დაბრუნებას
გვარდიოლა 100 ჯერ ჯობია ამას.


რაში უნდა მიცენ ამას 12 მილიონი
მარა იმდენი აქ აბრამოვიჩს სად წაიღოს არ იცის
ვნახავთ გვარდიოლა რამდენად კარგია ბაიერნში გამოჩნდება...თუმცა არავის ეპარება ეჭვი მის ,,კარგობაში"
stripslashes((strlen('http://patara.ge/contest.php?p=1')>0?'http://patara.ge/contest.php?p=1':'http://patara.ge/contest.php?p=1')) აქ შედით რა გიოს მიეცით რა ხმა
Bაიერნი ბარსაა ფინალი
მართალი ხარ ტუ მანამდე არ შეხვდნენ ერთმანეთს
წელს ლიგა ბარსასია
და მაგარი შედეგებიც ქნდა უბრალდ ლიგის მოსაგებად სულ ცოტა აკლდებოდა წადი ჩელსიში წელს ლიგა ტუ მოიგო აუცილებლად წავააა