ფეხბურთი

23:26 | 31.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: “ჩელსი” თავდამსხმელის შეძენას შეეცდება”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ მის გუნდს, მომდევნო სეზონისთვის, რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერება დასჭირდება. ეს განსაკუთრებით დაცვის ხაზს ეხება.

“არა მგონია, მომდევნო სეზონის მიზნების განხილვისთვის ახლა შესაფერისი დრო იყო, მაგრამ ყველასთვის ნათელია, რომ ახალი თავდამსხმელის შეძენა გვინდა.

რა ბედით ელით ამჟამად გუნდში მოთამაშე თავდამსხმელებს? ზოგი მათგანი დარჩება და ახალწვეულს კონკურენციას გაუწევს, ხოლო ზოგს გუნდის დატოვება მოუწევს.

ნათელია, რომ შემადგენლობის გაძლიერებას ვაპირებთ. მხოლოდ ივანოვიჩის, კეჰილისა და ტერის პოზიციებზე შეგვიძლია არ ვინერვიულოთ.” – ციტირებს მოურინიოს სიტყვებს შკყ შპორტს-ი.

“ჩელსიში”, ამჟამად, 4 თამავდამსხმელი ირიცხება. სამუელ ეტოოს პრემიერლიგის 19 თამაშში 8 გოლი აქვს გატანილი, ანდრე შიურლემ 24 მატჩში თავი 7-ჯერ გამოიჩინა, ფერნანდო ტორესმა 23 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, ხოლო დემბა ბამ – 15 მატჩში 3 გოლი. ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, ბა და ტორესი “ჩელსიდან” წასვლასთან ახლოს არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114113