წუხელ “ჩელსის” თავკაცი ჟოზე მოურინიო ბრიუსელში ჩავიდა და ბელგია – კოლუმბიის (0:2) სანაკრებო ამხანაგურ მატჩს უცქირა. მისი ინტერესის მთავარი ობიექტი “მონაკოს” კოლუმბიელი შემტევი, 27 წლის რადამელ ფალკაო იყო, რომლის გადაბირებასაც “არისტოკრატები” ზამთარში აპირებენ. თუმცა, იგივე, თურმე “მანჩესტერ იუნაიტედსა” და მადრიდის “რეალსაც” განუზრახავთ.
ალბათ “განსაკუთრებული” კმაყოფილი დარჩებოდა, ფალკაომ გოლიც გაიტანა და კიდევ არა-ერთხელ შეაწუხა მასპინძელთა დაცვა.