ერთდროულად 2 ინგლისური გამოცემა ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ჯერ კიდევ მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ბარგის ჩასალაგებლად ემზადება.
The Guardian-ისა და The Telegraph-ის ცნობით, მოურინიო ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში შენიშნეს, სადაც მან 200 ფუნტის ღირებულების ბარგის შესაკრავი ყუთები და სკოტჩი შეიძინა. ინგლისური გამოცემები შესაბამის ფოტომასალასაც ავრცელებენ.
აღნიშნული კიდევ ერთხელ ამყარებს მოსაზრებას, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს, მოურინიო “რეალს” დატოვებს და სავარაუდოდ, “ჩელსის” მიაშურებს.