ფეხბურთი

17:40 | 23.07.2013 | ნანახია 948 - ჯერ

მოურინიო ახალ სეზონს მშვიდად ხვდება

ლონდონის “ჩელსის” თავკაცი ჟოზე მოურინიო კლუბის მიერ ჩატარებული სატრანსფერო კამპანიით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ახალი სეზონის დაწყებას ის მშვიდად ხვდება.

“რაც უფრო მალე გექნება სრულად დაკომპლექტებული შემადგენლობა, მით უკეთესია. ასეთ დროს, იცი, ვისთან იმუშავებ და ამ მუშაობისთვის დროც გაქვს.

არაერთი კლუბი ტრანსფერებს ბოლო მომენტში ახორციელებს. თუმცა, თუ გუნდმა ვინმე გაყიდა, მისი შემცვლელის მოძებნაა საჭირო, რაც ხანგრძლივი პროცესია.

ტრანსფერების მხრივ, ყველაფერი რიგზე გვაქვს. არავის გაყიდვა არ გვჭირდება. მშვიდად ვარ და ვიცი, როგორი განაცხადი მექნება სეზონის პირველი მატჩისთვის.” – ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს შკყ შპორტს-ი.

როგორც ცნობილია, ერთადერთი ფეხბურთელი, რომლის დამატებაც მოურინიოს სურს, უეინ რუნია.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:00 | 02.12.2017
ogafa (10211)

წარმატებები

13:27 | 30.11.2017
KoRBeN DaLLaS (24838)

ეხლა სომხები სახლში იტყვიან - სამჯერ იმენნა სლუჩაინად წავაგეთ, ზატო ის ერთი მოვიგეთ ძალიან იარკადო

15:56 | 30.11.2017
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDD

0.068268
948