ზამთრის სატრანსფერო სეზონში, ლონდონის “ჩელსის” თავკაცი ჟოზე მოურინიო ამსტერდამის “აიაქსის” მცველის – რიკარდო ვან რინის შეძენას ეცდება. ამის შესახებ Metro იუწყება.
“არისტოკრატთა” პორტუგალიელ დამრიგებელს ზამთარში შესაძენი ფეხბურთელების სია უკვე აქვს. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ფეხბურთელი ამსტერდამელთა 22 წლის მცველია.
“ჩელსი” ვან რინს სეზარ ასპილიკუეტას შემცვლელად განიხილავს. რამდენადაც ცნობილია, ესპანელი მცველი სამშობლოში გეგმავს დაბრუნებას.