ფეხბურთი

14:47 | 12.08.2014 | ნანახია 2476 - ჯერ

მოთელვა

 26-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ტურში სენსაცია არ მომხდარა, თუმცა უცნაურობები კი იყო. მაგალითად, ფინანსურად ძალიან შეჭირვებულმა და ლამის დაშლის პირას მყოფმა “მეტალურგმა” ბათუმის “დინამოს” მოუგო. ვერ ვიტყვით, რომ ბათუმელებს ფული თავზე საყრელი აქვთ, მაგრამ რუსთაველებთან მაინც შედარება არ შეიძლება. მეტალურგებმა სწორედ ჟინისა და მეტი მონდომების ხარჯზე აჯობეს ზღვისპირელებს.

იგივე შეიძლება ითქვას “ტორპედოზე,” რომელსაც სპონსორი ჩემპიონატის დაწყებამდე ორიოდ დღით ადრე გამოუჩნდა. ახლა მათი პატრონი ისევ “ვისოლია,” მანამდე კი საკვებიც უჭირდათ. ფოთელები მეტ-ნაკლებად ნორმალურად მოემზადნენ, უცხოეთშიც იყვნენ შეკრებაზე, მაგრამ ქუთათურებმაც სწორედ ბრძოლისუნარიანობის ხარჯზე გამარჯვეს.

 “გურია” დაღმასვლას აგრძელებს (გავიხსენოთ გასული ჩემპიონატის მეორე ნახევარი, როცა ზედა ექვსეულში მოხვედრილ “გურიას” თვეების მანძილზე თამაში აღარ მოუგია). ლანჩხუთელები ზესტაფონში აბსოლუტურად მოუმზადებლები ჩავიდნენ და ბედს უნდა უმადლოდნენ, რომ ორნიშნა ანგარიშით არ წააგეს. პირველ ტურში ყველაზე სუსტი გუნდის შთაბეჭდილება მათ დატოვეს და დროზე თუ არ მიხედეს საქმეს, გავარდნის მთავარი კანდიდატები იქნებან.

საინტერესო იყო “ახალი” “დინამოს” ნახვაც. ჯერ შეუთამაშებლობა ეტყობათ, მაგრამ ეპიზოდებში მათი თამაშის ცქერა მართლაც სასიამოვნო იყო.

და ტურის გამოსარჩევი ამბავი: პირველი ბურთი გაიტანა რუსეთიდან დაბრუნებულმა დათო სირაძემ. “სიონმა” მისი გოლით დაამარცხა “ჩიხურა.” 32 წლის სირაძე საქართველოდან 9 წლის წინათ წავიდა, გერმანიასა და რუსეთში თამაშობდა და აი, კვლავ სამშობლოში დაბრუნდა.

 

9 აგვისტო

შუქურა (ქობულეთი) – ზუგდიდი 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ზვიად მეტრეველი (24), 1:1 შოთა ლომია (46), 2:1 გიორგი ჩელებაძე (59, პენალტით)

 

მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (ბათუმი) 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 ირაკლი სიხარულიძე (6), 1:1 თეიმურაზ შონია (8), 2:1 დაჩი ცნობილაძე (66)

 

კოლხეთი (ფოთი) – ტორპედო (ქუთაისი) 0:3 (0:1) ლანჩხუთში 

გოლები: 0:1 ნიკა კვასხვაძე (10), 0:2 ოთარ კვერნაძე (56), 0:3 თენგიზ ჩიკვილაძე (70)

 

ზესტაფონი – გურია (ლანჩხუთი) 6:0 (3:0)

გოლები: 1:0 ჯაბა დვალი (7), 2:0 თეიმურაზ ღონღაძე (24), 3:0 გიორგი ფანცულაია (28), 4:0 ჯაბა დვალი (74), 5:0 თედორე გრიგალაშვილი (76), 6:0 ლაშა გვალია (81)

 

10 აგვისტო

დილა (გორი) – სპარტაკი (ცხინვალი) 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ირაკლი მოდებაძე (30), 2:0 ნიკა კვეკვესკირი (41)

 

მერანი (მარტვილი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:2 (0:2) სამტრედიაში

გოლები: 0:1, 0:2 მათე კვირკვია (14, 37)

 

დინამო (თბილისი) – სამტრედია 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ჩისკო (55), 2:0 გიორგი პაპუნაშვილი (73)

 

11 აგვისტო

სიონი (ბოლნისი) – ჩიხურა (საჩხერე) 1:0 (1:0)

გოლი: დავით სირაძე (19)

 

მეგოლეები:

2 – ჯაბა დვალი (“ზესტაფონი”), მათე კვირკვია (“ვიტ ჯორჯია”)

 

 

 

ზესტაფონი (ზესტაფონი) 1  
1  
0  
0  
6  
0  
6  
3  
ტორპედო (ქუთაისი) 1 1 0 0 3 0 3 3
დილა (გორი) 1 1 0 0 2 0 2 3
დინამო (თბილისი) 1 1 0 0 2 0 2 3
ვიტ-ჯორჯია (თბილისი) 1 1 0 0 2 0 2 3
შუქურა (ქობულეთი) 1 1 0 0 2 1 1 3
მეტალურგი (რუსთავი) 1 1 0 0 2 1 1 3
სიონი (ბოლნისი) 0 0 0 0 0 0 0 0
ჩიხურა (საჩხერე) 0 0 0 0 0 0 0 0
დინამო (ბათუმი) 1 0 0 1 1 2 -1 0
ზუგდიდი (ზუგდიდი) 1 0 0 1 1 2 -1 0
მერანი (მარტვილი) 1 0 0 1 0 2 -2 0
სპარტაკი (ცხინვალი) 1 0 0 1 0 2 -2 0
სამტრედია (სამტრედია) 1 0 0 1 0 2 -2 0
კოლხეთი (ფოთი) 1 0 0 1 0 3 -3 0
გურია (ლანჩხუთი) 1 0 0 1 0 6 -6 0

 


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:49 | 12.08.2014
shotai-olimpi (2773)

რუსთავში ადგილობრივმა 8 ფეხბურთელმა ითამაშა რაც ბოლოს 12 წლის წინ მოხდა ასე უნდა იყოს ყველა კლუბში!!

17:23 | 12.08.2014
dattt (561)

დალაგდება ყველაფერი, ცოტა მოფერიანდებიან გუნდები და ჩემპიონატშიც და გუნდებშიც ისეთი პრემიალური სისტემაა, წავა ხოცვა ჟლეტა თითოეულ ქულაზე

16:13 | 12.08.2014
BEERTRANCE (97819)

aristokrat-gio ჩემპიონატი არაა, დოღია დოღი DDDDDDDDDDDDD

16:35 | 12.08.2014
aristokrat-gio (678)

15:30 | 12.08.2014
levani82 (41682)

ბომბარდირებთან ერთად საგოლე პასის ავტორებიც დაწერეთ

15:14 | 12.08.2014
akhali (10761)

stripslashes((strlen('http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/erovnuli-nakrebi/68131-eqskluzivi-themur-qecbaia-icith-bolo-ori-thve-rithi-var-dakavebuli.html')>0?'http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/erovnuli-nakrebi/68131-eqskluzivi-themur-qecbaia-icith-bolo-ori-thve-rithi-var-dakavebuli.html':'http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/erovnuli-nakrebi/68131-eqskluzivi-themur-qecbaia-icith-bolo-ori-thve-rithi-var-dakavebuli.html'))
მხოლოდ ერთი ჩვენი გუნდი გავიდა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე და ყველამ ნახა, რამხელა ზეიმი იყო. 40 წუთი დამჭირდა, სტადიონამდე დარჩენილი 200 მეტრი რომ გამევლო, ტრიბუნები კი სრულად შეივსო. ყველამ დაინახა, რაც 7 აგვისტოს, მატჩის დღეს თბილისში ხდებოდა.

ამიტომაც მსურს, მივმართო პოლიტიკოსებს - რომელი თქვენგანი ან სხვა სპორტის სახეობის გუნდი მოახერხებს ამდენი ხალხის შეკრებას? ამიტომ, მომხდარს გათვალისწინება და გაანალიზება სჭირდება.

19:01 | 12.08.2014
bagdatski3 (379)

საქართველო რუმინეთი: ერთა თასის ფინალი, კიბეებზეც ვეღარ ეტეოდა ხალხი

16:40 | 12.08.2014
Komagi (25)

2 წელი დილამ პლეიოფი ითამაშაა და მაინც გვშლიდნენ და არა 5 ფეხბურთელის წასვლით არამედ ძიერულად დაა რა გაკვირვება იყო ახლა ეს :*

16:12 | 12.08.2014
BEERTRANCE (97819)

ეგ ზედმეტი მოუვიდა ახლა სხვა სპორტის სახეობებზე კბენა.

15:03 | 12.08.2014
aristokrat-gio (678)

ეს ჩემპიონატი კი არა არ ვიცი რა არის

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.10855