ფეხბურთი

18:54 | 21.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოტამ პსჟ-სთან გაახანგრძლივა

 

“პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველმა, ტიაგო მოტამ კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. ამ ინფორმაციას პარიზული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ტიაგო მოტა პსჟ-ში 2011 წლიდან თამაშობს. ფრანგული კლუბის მაისურით მან 58 თამაში ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა, აქედან 27 მატჩი და 5 გოლი მიმდინარე სეზონზე მოდის.

31 წლის მოტასა და “პარი სენ ჟერმენს” შორის აქამდე მოქმედ კონტრაქტს ვადა 2015 წლის ზაფხულში გასდიოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121253