ფეხბურთი

16:35 | 19.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მოტამ “იუვენტუსს” პოგბას გაყიდვისკენ მოუწოდა

“პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი ტიაგო მოტა ტურინის “იუვენტუსის” შუახაზელის – პოლ პოგბას შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა. ბრაზილიური წარმოშობის იტალიელი “ბებერ სინიორას” 20 წლის ფრანგის სარფიანად გაყიდვისკენ მოუწოდებს.

“პოგბას თამაში ძალიან მომწონს. ამის შესახებ იტალიის ნაკრების ფეხბურთელებს ხშირად ვესაუბრები. პოლს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ საუკეთესო გახდეს. “ოქროს ბურთი”? სანამ ლიონელ მესი თამაშობს, მას ამის მიღწევა ძალიან გაუჭირდება.

თუკი პოგბა პსჟ-ში 60 მილიონ ევროდ გადმოვა, ეს “იუვენტუსისთვის” კარგი იქნება. ტურინელებმა ფრანგი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატეს, მისი თამაშით დიდი სარგებელი ნახეს და ახლა თუ დიდ თანხად გაყიდიან, ბევრს მოიგებენ. “იუვენტუსს” მისი გაყიდვისკენ მოვუწოდებ”, - განუცხადა მოტამ იტალიურ მედიას.

 

0.115899