“პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველის, ტიაგო მოტას მიზანი როგორც საფრანგეთის ლიგა ერთში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით გამოსვლაა.
“წარსულში ჩემპიონთა ლიგის მომგებ გუნდებთან საერთო ის გვაქვს, რომ ჩვენც, მათსავით, ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლქეტებული გუნდი გვყავს.
ვფიქრობ, თუ ასეთივე წარმატებით თამაშს განვაგრძობთ, დიდი წარმატება გველის, რაშიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლასაც ვგულისხმობ.
პსჟ-სა და ჩემპიონთა ლიგის ფავორიტ გუნდებს შორის დიდი სხვაობა არაა არც ფიზიკური ან ტაქტიკური მომზადების, არც გუნდური თამაშის მხრივ.
თუმცა, სერიოზულ შეცდომებს ჯერ კიდევ ვუშვებთ და ეს უნდა გამოვასწოროთ.” – ციტირებს მოტას სიტყვებს ლიგა ერთის ოფიციალური ვებგვერდი.
ჩემპიონთა ლიგის 3 ტურის შემდეგ, პსჟ ერთ-ერთია იმ 4 გუნდიდან, რომლებსაც ყველა თამაში მოგებული აქვთ.