“პარი სენ ჟერმენის” ნახევარმცველს, ტიაგუ მოტას ეჭვი არ ეპარება, რომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგას მისი გუნდი მოიგებს.
“ეჭვი არ მეპარება, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. ჩვენ ძალიან ძლიერი გუნდი შევქმენით. ახლა, ჩვენი მთავარი მიზანი ფორმის აპრილამდე შენარჩუნებაა. გაზაფხულზე, ტიტულის მოგებაზე პრეტენზიას უნდა ვაცხადებდეთ.
პსჟ-ში ყველაფერი მაკმაყოფილებს. აქ თავს გუნდის მნიშვნელოვან წევრად ვგრძნობ. პარიზში უფრო გავძლიერდი როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება.” – ციტირებს მოტას სიტყვებს Goal-ი.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, პსჟ-მ ჯგუფი, რომელშიც “ოლიმპიაკოსი”, “ბენფიკა” და “ანდერლეხტი” თამაშობენ, იოლად მოიგო.