ფეხბურთი

17:36 | 27.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

მოტა ახალი კონტრაქტისთვის ემზადება

დიდი ალბათობით, “პარი სენ-ჟერმენის” ნახევარმცველი ტიაგო მოტა კლუბთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. Le Parisien-ის ცნობით, პარიზელები 31 წლის შუახაზელისთვის ხელშეკრულების დეტალებს ათანხმებენ.

მოტას პსჟ-სთან მოქმედი კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება. ფრანგები ნახევარმცველის დაყოლიებას უკვე მეორედ ეცდებიან. ადგილობრივ პრესას თუ ვენდობით, პსჟ-ს ხელმძვანელობა მოტას მომგებიან კონტრაქტს შესთავაზებს და მისი დათანხმება არ გაუჭირდება.

შეგახსენებთ, რომ მოტა პსჟ-ში მილანის “ინტერიდან” გადავიდა.

 

0.115403