რუსეთის ნაკრებისა და მოსკოვის “სპარტაკის” ყოფილ ნახევარმცველს ალექსანდრე მოსტოვოის, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემტევის, ჯანო ანანიძის “როსტოვში” განათხოვრება გამართლებულად მიაჩნია.
“ანანიძეს ასეთი გადასვლა ჭირდებოდა, რადგან “სპარტაკში” საერთოდ არ თამაშობდა და პროგრესირებდა. მას თამაშის საშუალება არც მომავალ სეზონში ექნებოდა, რადგან გუნდი ნორმალურადაა დაკომპლექტებული და ფეხბურთელებს კიდევ ყიდულობენ. ამიტომ, “სპარტაკის” სასტარტო შემადგენლობაში ანანიძეს ვერ ვხედავ. არადა, მას ყველა თვისება აქვს, რომ ითამაშოს. ანანიძეს სჭირდება გუნდი, რომლის სასტარტოშიც მუდმივად ითამაშებს. ვფიქრობ, რომ ჯანომ სწორი არჩევანი გააკეთა”, – იუწყება მოსტოვოის სიტყვებს რუსული პრესა.
“სპარტაკის” პრეზიდენტმა ლეონიდ ფედუნმა აღნიშნა, რომ “როსტოვში” განათხოვრებულ ანანიძესა და ძიუბას ძალიან აფასებს:
“ანანიძე გავანათხოვრეთ, რათა მას სხვებისთვის კონკურენციის გაწევა შეეძლოს. მისთვის ძნელია, კონკურენცია გაუწიოს 27-28 წლის მოთამაშეებს, რომლებიც ამჟამად ფორმის პიკზე არიან. ძიუბასა და ანანიძეს ძალიან ვაფასებთ. ციმედოვნებთ, რომ ისინი “როსტოვში” საკუთარ შესაძლებლობებს წარმოაჩენენ”.