სხვა

20:00 | 20.01.2010 | ნანახია [] - ჯერ

მოსლიმ მეივეზერი მოითხოვა, მეივეზერმა დოპინგ-ტესტი

WBA-ის ვერსიით მსოფლიოს ნახევრადსაშუალოწონოსანი ჩემპიონის, შეინ მოსლის პრომოუთერმა რიჩარდ შეფერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თავისი კლიენტისა და 5 წონით კატეგორიაში მსოფლიოს ექსჩემპიონ ფლოიდ მეივეზერის ბრძოლის ორგანიზებაზე იწყებს მუშაობას. შეფერის სიტყვებით, ეს შეხვედრა 1 ან 8 მაისს ჩატარდება.
30 იანვარს მოსლი WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონ ანდრე ბერტოს უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ ეს ბრძოლა ჩაიშალა და მოკრივემ პრომოუთერს თავად სთხოვა, მეივეზერთან რინგზე შეხვედრაში დახმარებოდა.
“უკვე მეივეზერის წარმომადგენლებსაც შევხვდი, მაგრამ ჯერ კონკრეტული მოლაპარაკება არ დაწყებულა. ფაქტობრივად, ამ საქმის ორგანიზებაზე მუშაობას ახლა ვიწყებ. ბოლომდე აუცილებლად მივიყვან და ამით კრივის მოყვარულებს უდიდეს საჩუქარს გავუკეთებ” – უთხრა შეფერმა Fanhouse.com-ს.
ფლოიდ მეივეზერის ბანაკიდან ამ ბრძოლის ორგანიზების თაობაზე კომენტარი ჯერ არავის გაუკეთებია. თუმცა, ერთი კი აქედანვე გარკვეულია, თუკი შეფერი დანაპირებს შეასრულებს, მაშინ შეინ მოსლის ერთ კატეგორიულ მოთხოვნაზე დათანხმებაც მოუწევს. მეივეზერის მრჩეველისა და მეგობრის, ლეონარდ ელერბეს თქმით, ფლოიდი ნებისმიერ მომავალ მეტოქეს დოპინგ-კონტროლის შემთხვევითი გზით ჩაბარებას მოსთხოვს. შეგახსენებთ, სწორედ ამ პირობაზე უარის გამო ჩაიშალა მეივეზერისა და მენი პაკიაოს ბრძოლა.

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.167833