საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა მოსკოვში მიმდინარე ტრადიციულ გუნდურ საერთაშორისო ტურნირზე “ევროპის ერთა თასზე” პირველი დღე წაუგებლად ჩაამთავრეს და ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვეს.
ორივე სტილით ჭიდაობაში საქმეში ექვსი ქვეყნის ნაკრები ჩაერთო, რომლებიც წილისყრამ ორ ქვეჯგუფში გადაანაწილა და ჯგუფური ეტაპის შეხვედრები უკვე დასრულდა.
ქართველმა თავისუფლებმა შეჯიბრება ბულგარეთის 7:0 ძლევით გახსნეს. თურქეთი კი 5:2 დაამარცხეს და B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. A ჯგუფიდან ფინალში რუსეთის ნაკრები გავიდა, რომელმაც უკან უკრაინა და სომხეთი მოიტოვა.
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ბულგარეთთან და სომხეთთან ერთად მოხვდა და ორივე მეტოქეს 5:2 მოუგო. A ჯგუფიდან ფინალის საგზური თურქეთმა მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში რუსეთს 4:3 აჯობა. მესამე ადგილზე კი აზერბაიჯანი გავიდა.
“ევროპის ერთა თასის” ჩემპიონ-პრიზიორები 10 ნოემბერს გამოვლინდებიან.
თავისუფალი ჭიდაობა
მე-5 ადგილისთვის
სომხეთი - ბულგარეთი
მე-3 ადგილისთვის
უკრაინა - თურქეთი
ფინალი
საქართველო – რუსეთი
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
მე-5 ადგილისთვის
აზერბაიჯანი - სომხეთი
მე-3 ადგილისთვის
რუსეთი - ბულგარეთი
ფინალი
საქართველო – თურქეთი
საქართველოს ნაკრები
თავისუფალი ჭიდაობა
55 კგ - გიორგი ედიშერაშვილი
60 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
66 კგ - ლევან ქელეხსაშვილი
74 კგ - გიორგი მარსაგიშვილი
84 კგ - დავით მარსაგიშვილი და სანდრო ამინაშვილი
96 კგ - ელიზბარ ოდიკაძე და დავით ქერაშვილი
120 კგ - გენო პეტრიაშვილი, გიორგი საკანდელიძე
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
55 კგ - ნიკა ცეცხლაძე
60 კგ - თორნიკე თურქიშვილი
66 კგ - საჩინო დავითაია
74 კგ - ზურაბ დათუნაშვილი და ილია გულბათაშვილი
84 კგ - გიორგი ცირეკიძე და რევაზ ნადარეიშვილი
96 კგ - სოსო ჯაბიძე და ვასილ იმერლიშვილი
120 კგ - გურამ ფერსელიძე და ლევან არაბული