საფეხბურთო კლუბების თბილისის “დინამოსა” და მოსკოვის “დინამოს” ამხანაგურ მატჩს რუსეთის ტელეარხ “როსია 2”-ზე აჩვენებენ.
ამის შესახებ ხსენებული ტელეარხის სპორტული რედაქციის ხელმძღვანელმა დმიტრი ანისიმოვმა “სპორტ-ექსპრესს” აცნობა. თუმცა, იმ პერიოდში “როსია 2” უნივერსიადიდან პირდაპირ რეპორტაჟებს გადასცემს და ამიტომ, შესაძლოა, თბილისელი და მოსკოველი თანამოსახელეების შეხვედრის ვიდეოჩანაწერი შესთავაზოს ადგილობრივ ტელემაყურებელს.
მომავალი თამაში თბილისში, “დინამო არენაზე” 7 ივლისს შედგება.