სპორტსაზოგადოება “დინამოს” 90 წელიწადი შეუსრულდა ამ თარიღთან დაკავშირებით, თბილისელმა დინამოელებმა მოსკოველი თანაკლუბელები ამხანაგური მატჩის სათამაშოდ დაპატიჟეს. მოსკოვის “დინამო” რუსეთის ერთ-ერთი უძველესი კლუბია - საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონი (1936 წელს). მოსკოველებმა 11-ჯერ იპირველეს საბჭოეთის ჩემპიონატებში, თუმცა რუსეთში საუკეთსო მიღწევა, მეორე ადგილი აქვთ. ძველ გულშემატკივრებს ეხსომებათ, მოსკოვის “დინამო” ყოველთვის უხერხულ მეტოქედ ითვლებოდა ჩვენიანებისთვის. ბოლო დროს, გუნდს მცირე წარმატებებიც ჰქოდა და ჩავარდნებიც. 2012 წლის აგვისტოში, კლუბი ეფ-ეს-ბეს გენერალ-ლეინტენანტმა გენადი სოლოვიოვმა იყიდა, მწვრთნელად ცნობილი რუმინელი სპეციალისტი დან პეტრესკუ მიიყვანა და ახალი, მაღალი მიზნებიც დაუსახა გუნდს. ფილოსოფია ასეთია – უახლოეს წლებში, “დინამო” იმ რუსეთის ნაკრების საბაზო გუნდი უნდა გახდეს, რომელიც 2018 წლის საშინაო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს.
ამ დღეებში, ორი “დინამო” კიდევ ერთი ამბის გამო მოექცა ყურადღების ცენტრში. გაზეთმა “იზვესტიამ” დაწერა, რომ ვი-თი-ბი ბანკმა, მოსკოვის “დინამოს” აქციათა საკონტროლო პაკეტი იყიდა და ახლა, თბილისის “დინამოს” ფინანსურ მხარდაჭერასაც აპირებსო. გამოცემის ინფორმაციით, ამ ამბის შესახებ მხარეები ამხანაგური მატჩის შემდეგ განაცხადებენ. დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტმა თენგიზ პაჭკორიამ ეს კითხვა ორივე გუნდის წარმომადგენლებს დაუსვა, მაგრამ – ჩვენ არაფერი გაგვიგიაო, უპასუხეს.
შაბათს, შუადღისას თბილისში მოსკოვის “დინამოს” დელეგაცია ჩამოფრინდა. სულ 140 ადამიანია: პირველი გუნდი, ვეტერანები და 15 ჟურნალისტი, რომლებსაც კიდევ ორნი კვირას დაემატებიან. ვეტერანებს საღამოს მცხეთაში ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დაათვალიერებინეს. მათ შორის იყვნენ ვალერი მასლოვი, ვლადიმირ პილგუი და ვალენტინ ივანოვის ქვრივი - ოლიმპიური ჩემპიონი ლიდია ივანოვა.
თბილისში მოსკოველებმა 23 ფეხბურთელი წამოიყვანეს: შუნინი, ბერეზოვსკი, ფროლოვი, უილკშირი, შიტოვი, როტენბერგი, ჩიჩერინი, ფერნანდესი, ეპურიანუ, ლომიჩი, ევსეევი, ჯუჯაკი, სობოლევი, იუსუპოვი, ნაბოა, ზობნინი, გატაგოვი, სოლომატინი, ფლორესკუ, ტაშაევი, ვორონინი, სმოლოვი, პანიუკოვი. ტრავმის გამო ვერ ჩამოვიდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, კევინ კურანი.
პირველმა გუნდმა “დინამო არენაზე” ერთ საათს ივარჯიშა და შემდეგ სტუმარ-მასპინძლის მონაწილეობით პრესკონფერენცია გაიმართა.
დან პეტრესკუ (მოსკოვის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი): “სასიამოვნოა თბილისში ყოფნა. გვინდა მასპინძლებს დიდი მადლობა გადავუხდოთ მოწვევისთვის. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, რადგან რამდენიმე დღეში რუსეთის ჩემპიონატი იწყება და ფაქტობრივად, ბოლო საკონტროლო მატჩი გამოდის. ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა იქნება და ფეხბურთი გაიმარჯვებს.”
დუშან უჰრინი (თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი): “უპირველესად ვიტყვი, რომ დან პეტრესკუს ძალიან კარგად ვიცნობ. ერთი ხანი, რუმინეთში ოპონენტები ვიყავით და შემიძლია ვთქვა, რომ ის, ამ ქვეყნის ერთ-ერთი უძლიერესი მწვრთნელია. ჩვენთვისაც მნიშნელოვანი მატჩია - ერთ-ერთი ბოლო, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე. რუსეთის ჩემპიონატი ჩვენსაზე ძლიერია და სასიამოვნოა ასეთ გუნდთან თამაში. ჩვენ კი, ვეცდებით კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ და მეტოქეს ტოლი არ დავუდოთ.”
ანტონ შუნინი (მოსკოვის “დინამოს” მეკარე): “ყველა დინამოელს ვულოცავ სპორტსაზოგადოების 90 წლისთავს. თბილისელ თანაკლუბელებს კი, ქვეყნის ჩემპიონობას. თქვენს სტადიონზე ვივარჯიშეთ და აღფრთოვანებული ვარ მინდვრის ხარიხით, ასეთები რუსეთშიც კი იშვიათობაა. კვირას ორივე გუნდს წარმატებას ვუსურვებ და რაც მთავარია, შორს ჩვენგან ტრავმები, რადგან სეზონი ახლა იწყება და ყველას ოპტიმალურ ფორმაში ყოფნა საურს.”
გიორგი ლორია (თბილსის “დინამოს” მეკარე): “ვფიქრობ, კარგი თამაში იქნება. მოსკოვის “დინამო” ძლიერი გუნდია, ჩვენ კი შინ ვთამაშობთ და ვალდებულნი ვართ გასამარჯვებლად ვითამაშოთ. ყოველ შემთხვევაში, ვეცდებით წარმატრებით ვიასპარეზოთ. დავეთანხმები ჩემს მოსკოველ კოლეგას, კარგი იქნება, თუ ტრავმებს ავიცილებთ თავიდან - ჩვენ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩები გვიწევს, მოსკოველებს კი ჩემპიონატი ეწყებათ.”
კვირას ორი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი: საღამოს ექვსის ნახევარზე, დიღომში, ლიუბლიანას ქუჩაზე საზეიმოდ გაიხსნება თბილისის “დინამოს” აკადემია, რომელსაც უამრავი ცნობილი სტუმარი დაესწრება, მათ შორის, ლეგენდარული უკრაინელი თავდამსხმელი ანდრეი შევჩენკო. 20 საათზე კი მატჩიც დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
უეჭველი უნდა მოიგოს იუვემ ევროპა თორე კონტე იქნება მაგარი გასატყიპი თავისუფლად შეუძლია იუვეს ამ თასის აწევა და თუვერ მოიგო პირველ რიგში ეგ კონტეს ბრალი იქნება მაგრამ იმედია მოიგებენ მართლა გულით ვბალეშიკობ ევროპაზე . . .
კონტე მაგარი კაცი.
ბენიტესმა თუ იცოდა პორტუგალიურ გუნდთან რა ექნა გამოეგდო პორტუ უსახურად რო წააგო
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
აუ ადმინ რა გინდა ტო შარზე ხარ?
ბენფიკა გავა
ბენფიკა სახლში წავა
კონტე გვამი ხააარ მაგ იუვეს სენზე უკეთ ნებისმიერი ვათამაშებთ :@
რას უკეთესად ათამაშებ თუ ძმა ხარ?!
გუნდი ზედიზედ ორი სეზონი მეშვიდე ადგილზე ამთავრებდა.
მოვიდა კონტე და ჩემპიონი ისე გახადა თამაში არ წაუგია, ამას მეორე გაჩემპიონობა მოაყოლა და დღე დღეზე ზედიზედ მესამეს მოიგებს.
საუკეთესო მწვრთელად ასახელებენ უკვე მერამდენედ. რა გინდათ რას ერჩით?
უკეთესი გყავთ ვინმე.
ერთადერთი პრეტენზია მე რაც მქონდა კონტესთან თასზე მეორე სასტავს რომ ათამაშებდა და გამოვარდა, ეგ არის და ეგ.
ლიგას კიდევ ისლებით და ოგბონებით ვერ მოიგებ.
რა რესურსიც აქვს მაქსიმალურ შედეგს დებს
კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!
მერე უნდა ბენიტესმა ასეთი წერილი უნდა გაუგზავნოს არ გინდოდა რძე და ყველიო ჭამე ახლა ........... DDDDDDDDDDDDD
პრიკოლი იქნება ბენფიკამ იუვე რომ გამოაგდოს DDDDDDDDDDDD
იმედია მასე არ მოხდება მოიგოს ევროპა ლიგა ჯუვემ თორე იტალია იძირება
კაია რომ მოუბოდიშა რამდენი ვაგინე არადა კონტეს
DDDDDDDDDDDDDDD