ძიუდო

19:07 | 8.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი შეკრება, ახლა უკვე მონღოლეთში

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ერთკვირიანი ბერლინური შეკრება მოილია და გერმანიიდან პირდაპირ მონღოლეთში გადაბარგდა, სადაც მორიგ შეკრებას მასპინძელთა გუნდთან ერთად გაივლის. პიტერ ზაიზენბახერი მონღოლეთში 14 შეგირდითურთ 18 აპრილამდე დარჩება. შემდეგ კი ნაკრები თბილისში დაბრუნდება და ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილ რამდენიმე დღეს დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გაატარებს. სავარაუდოდ სწორედ დუშეთში შეუერთდება გუნდს ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე, რომელსაც ბოლო შეკრებები ევროპის ძიუდოს კავშირისგან მიღებულმა დისკვალიფიკაციამ გამოატოვებინა. სასჯელის ვადა 19 აპრილს გასდის და ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით ვარჯიშებში ალბათ აქტიურად ჩაერთვება.
ჩელიაბინსკის ტატამზე გასაყვანი შემადგენლობა ზაიზენბახერს ჯერ არ გამოუცხადებია, მაგრამ თუ ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ არჩევანს ბოლო შეკრებებმოვლილ შეგირდებზე გააკეთებს, ოღონდ ნოდარ მეტრეველს ცირეკიძით ჩაანაცვლებს. ევროპირველობა 26-28 აპრილს ჩელიაბინსკში გაიმართება.
აქვე მონღოლეთში მყოფი ქართული შემადგენლობაც: ამირან პაპინაშვილი, ბეთქილ შუკვანი (60 კგ) ლაშა შავდათუაშვილი, შალვა ქარდავა (66 კგ), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვლი (73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ზურაბ ზვიადაური (90 კგ), ლევან ჟორჟოლიანი, ნოდარ მეტრეველი (100 კგ), ადამ ოქრუაშვილი და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100 კგ).

ოთარ მაღლაკელიძე
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169022