ჭიდაობა

22:16 | 18.09.2013 | ნანახია 0 - ჯერ

მორიგი ნორმალური, მაგრამ უმედლო დებიუტი

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ჩემპიონ-პრიზიორები უკვე შვიდივე წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კი სეზონის უმთავრესი შეჯიბრება მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ოთხშაბათს მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდა – ხალიჩა 74 კილოგრამში მოჭიდავეებს დაეთმოთ. საქმეში ნაკრების დებიუტანტი იაკობ მაქარაშვილიც ჩაერთო და კვარცხლბეკამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა.

ძირითად ბადეში მაქარაშვილმა კანადელ ევან ჯეიმს მაკდონალდს 8:5 სძლია და მეთექვსმეტედფინალში გავიდა, სადაც ირანელ ეზატოლაჰ აბას აკბარიზარინკოლაეისთან ვეღარას გახდა – 0:7.

ირანელმა მომდევნო სამი შეხვედრაც მოიგო, ფინალში გავიდა და იაკობ მაქარაშვილს დამამშვიდებელი ეტაპის გზა გაუხსნა. ქართველმა მოჭიდავემ რეპეშაჟში მოლდოველ ალექსანდრუ ბურკას (8:0), კუბელ იუნიერკი ბლანკო მორასა (2:2) და იაპონელ სოსუკე ტაკატანის (6:4) აჯობა. “ბრინჯაოს ფინალში” კი უზბეკეთის ნაკრების წევრ რაშიდ ყურბანოვთან (4:11) დამარცხდა და მეხუთე ადგილს დასჯერდა.

სამიოდ დღის წინათ, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე, ჭიდაობაში ჩახედული ნებისმიერი ქართველისთვის რომ გეკითხათ, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრთაგან უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლაში მთავარ ფავორიტებად ყველა ერთხმად გუნდის გამოცდილ მოჭიდავეებს მიიჩნევდა. ლოგიკურიც იყო, ბუდაპეშტურ ხალიჩაზე გასაყვანი შვიდეულის ოთხ წევრს მსოფლიოს პირველობაზე აქამდე ერთხელაც არ ეჭიდავა. მათგან, შედარებით გამოცდილი მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი იყო, რომელიც წლეულს ევროპირველობაზეც გამოვიდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ამასთან, ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ლევან ქელეხსაშვილი (66 კგ), იაკობ მაქარაშვილი (74 კგ) და დავით ქერაშვილი (96 კგ) კი შიდა კონკურენციაში სულ რამდენიმე თვის წინათ გალიდერდნენ.

რა გასაკვირია, რომ მთავარი იმედები ევროპის მოქმედ ჩემპიონებზე გიორგი ედიშერაშვილსა (55 კგ) და დავით მარსაგიშვილზე (84 კგ) და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ფინალისტ ვლადიმერ ხინჩეგაშვილზე (60 კგ) მყარდებოდა, მაგრამ მეოთხედფინალს ვერც ერთი გასცდა. ვერც მათმა მომგებებმა იყოჩაღეს და გამოცდილი ქართველი მოჭიდავეები სამეულს მიღმა დატოვეს. მსოფლიოს პირველობის დებიუტანტმა ქართველებმა კი პირიქით, საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს თავი. პეტრიაშვილი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო ქელეხსაშვილმა, მაქარაშვილმა და ქერაშვილმა მეხუთე ადგილები დაიკავეს.

ხუთშაბათს მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორებს მხოლოდ მოჭიდავე ქალები გამოავლენენ. პარასკევიდან კვირის ჩათვლით კი მედლები ბერძნულ-რომაულში გათამაშდება და ოთარ ტატიშვილის გაწვრთნილი შვიდეულიც ჩაერთვება.

 თავისუფალი ჭიდაობა

მსოფლიოს ჩემპიონატი

ბუდაპეშტი

16-18 სექტემბერი

 

55 კგ

1 ჰასან ფარმან რაჰიმლი (ირანი)

2 ამიტ კუმარი (ინდოეთი)

3 სეზარ აკგული (თურქეთი)

3 ნარიმან ისრაპილოვი (რუსეთი)

 

60 კგ

1 ბიკხან გოიგერეევი (რუსეთი)

2 ვლადიმირ ვლადიმიროვ დუბოვი (ბულგარეთი)

3 ბარჯანგ ბარჯანგი (ინდოეთი)

3 მასუდ მაჰმუდ ესმაეილპურჟუიბარი (ირანი)

 

66 კგ

1 დავიდ საფარიანი (სომხეთი)

2 ლივან ლოპეს აზკუვი (კუბა)

3 მანდახნარან განზორიგი (მონღოლეთი)

3 მაგომედ ყურბანალიევი (რუსეთი)

5 ლევან ქელეხსაშვილი (საქართველო)

 

74 კგ

1 ჯორდან ერნესტ ბაროუზი (აშშ)

2 ეზატოლაჰ აბას აკბარიზარინკოლაეი (ირანი)

3 რაშიდ ყურბანოვი (უზბეკეთი)

3 ალი შაბანაუ (ბელარუსი)

5 იაკობ მაქარაშვილი (საქართველო)

 

84 კგ

1 იბრაგიმ ალდატოვი (უკრაინა)

2 რეინერის სალას პერესი (კუბა)

3 ეხსან ლაშგარი (ირანი)

3 იშტვან ვერები (უნგრეთი)

 

96 კგ

1 რეზა იაზდანი (ირანი)

2 ხეთაგ გაზიუმოვი (აზერბაიჯანი)

3 ანზორ ბოლტუკაევი (რუსეთი)

3 პავლო ელეინიკი (უკრაინა)

5 დავით ქერაშვილი (საქართველო)

 

120 კგ

1 ჰაჯიმურატ გაცალოვი (რუსეთი)

2 ალენ ზასიევი (უკრაინა)

3 გენო პეტრიაშვილი (საქართველო)

3 ტაჰა აკგული (თურქეთი)

 


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:17 | 26.08.2013
mikuni (185)

პატრიოტი საგოლ))) საიდან იღებენ ესენი ამ უტყუარ ინფორმაციას გასაგიჟებელია მოკლედ რა))

17:36 | 26.08.2013
patrioti001 (188)

ფუ ტქვენი დდ.დ.სსს შვციიი რა მართლა რააა....როგორ არ იყო შეყილაძე განაცხადში???აბა ეგ ბებია ჩემია აქ???stripslashes((strlen('http://www.flashscore.com/match/OQRJhSIE/#lineups;1')>0?' http://www.flashscore.com/match/OQRJhSIE/#lineups;1':' http://www.flashscore.com/match/OQRJhSIE/#lineups;1'))

16:05 | 26.08.2013
El Fenomeno (2082)

მომავალში პარმაში წახვალ იმედია და კარგად წარმოაჩენ თავს :**
შეყილაძესაც თუ მიცემენ სათამაშო დროს კარგი იქნება :/

15:36 | 26.08.2013
Kala94 (6114)

წარმატებები მჭედლო .. შეიყილაძეც ატამაშონ რა !

14:58 | 26.08.2013
LAMA80 (1224)

ისე რო წაიკითხოთ რა გუნდებში ირიცხებიან ქართველები..დიახ ირიცხებიანდ ა როგორც წესი არც კი თამაშობენ...

14:43 | 26.08.2013
laciosErtguli (3640)

გერმანიის მესამე ლიგის ჰალეშერში აკაკი გოგია განაცხადში ვერ მოხვდა - ჰა, ჰა, ჰა. სტატიის დამწერი მაგარი ვინმეა რა როგორც უნდა ისე წერს გადაამოწმოს მაინც მჭედლიძეც და შეყილაძეც სათადარიგოში ისხდნენ და მარტო მჭედლიძე შეუშვეს.

14:41 | 26.08.2013
levani82 (41682)

აჰა ისევ გოგია გაურიეს

14:31 | 26.08.2013
ჩიჩარიტო (18039)

მჭედლიძეს წელს ბევრად უკეთEსი სეზონი უნდა ქონდეს რო მერე სერია აში გადავიდეს და პარმაში ითამაშოს

14:57 | 26.08.2013
LAMA80 (1224)

ამ დედა აფეთქებულ მაკარონეს მეორე ახალგაზრდობა აქვს წინა სეზონშის მგონი სერია B-ს საუკთესო ბომბარდირი გახდა და ეხლაც დუბლი...ძალიან უმცირებს ეს ყვეაფერი სასტარტოში გამოჩენის შანსებს მჭედლიძეს...

0.071154