ძიუდო

23:50 | 30.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი იპონი და ერთი ნაბიჯი მსოფლიოს ჩემპიონობამდე

 საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ვარლამ ლიპარტელიანმა ევროპის მოქმედ ჩემპიონს, რუს კირილ დენისოვს ევროპირველობის ფინალში განცდილი მარცხის გამო რევანში მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში აუღო. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილმა ქართველმა ძიუდოისტმა უხერხულ მეტოქეს საქმე წუთსა და 22 წამში, ვაზარებად შეფასებული ორი ეფექტური გდებით მოუმთავრა.

ფინალში ვარლამ ლიპარტელიანი კუბელ ეშლი გონზალესს დაეჭიდება, რომელმაც ნახევარფინალში საბერძნეთისა და ილიას ილიადისის სახელით მოჭიდავე ჯარჯი ზვიადაური დაამარცხა.

0.119069