სხვა

14:19 | 24.05.2010 | ნანახია [] - ჯერ

მორიგი აქცია “თბილისი 2015”-ისთვის

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომ ერთ-ერთი ყველაზე  მნიშვნელოვანი და მასშტაბური სპორტული ღონისძიებაა, უკვე ბევრჯერ ითქვა და დაიწერა. არც იმას უნდა მტკიცება, ნებისმიერი ქალაქისთვის თუ რაოდენ პრესტიჟულია უმასპინძლოს მსგავს სპორტულ ფორუმს.
მაგალითად, ჩეხური ქალაქი ბრნო უკვე მესამედ ცდილობს ევროპის ქვეყნების ოლიმპიური კომიტეტების გულის მოგებას და ამ უფლების ხელში ჩაგდებას, რადგან წინა ორ ჯერზე ტრაპზონმა და უტრეხტმა აჯობეს.
მოუწევს თუ არა ბრნოს კიდევ ორი წლით ლოდინი, ნოემბერში სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დანიშნულ ეოკ-ის გენერალურ ასამბლეაზე გაირკვევა. ამისათვის კი, ევროპის სახელმწიფოებმა მხარი თბილისს უნდა დაუჭირონ.
მანამდე “თბილისი 2015“-ის პროექტი ნელ-ნელა ძალას იკრებს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვებ-გვერდის ცნობით, გასულ უქმეებზე თავისუფლების მოედანზე პირველი გიმნაზიის მიმდებარე თერიტორიაზე და მთაწმინდის პარკში, სეოკ-ის, ქალაქის მუნიციპალიტეტისა და ეროვნული ფედერაციების ორგანიზებით, მორიგი მხარდასაჭერი აქცია ჩატარდა.
აქციაში დამწყები და ვეტერანი სპორსტმენები და მოქმედი ოლიმპიელები მონაწილეობდნენ. ბატუტზე მხტომელებმა და ტანმოვარჯიშეებმა საკუთარი ოსტატობა აჩვენეს, ხოლო გია ნაცვლიშვილმა, ლეილა მესხმა და ირაკლი ლაბაძემ ჩოგბურთი ითამაშეს.
სპეციალურ სტენდზე საკუთარი ხელმოწერები დატოვეს სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დავით გობეჯიშვილმა, ტანვარჯიშისა და ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტებმა კობა სვინტრაძემ და ლეილა მესხმა, ბატუტზე მხტომელებმა ლუბა გოლოვინამ და თენგიზ კოშკაძემ და “ლონდონი 2012“-ის კიდევ ერთმა კანდიდატმა სპორტულ ტანვარჯიშში გიორგი ნოზაძემ.
მომდევნო მხარდასაჭერი აქცია 25 მაისს მძლეოსნობაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171631