თამაშგარე

10:53 | 16.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

მორიდებული მატოსი

ახალგაზრდა ბრაზილიელი ფეხბურთელი, რიდერ მატოსი, რომელიც ფლორენციის ”ფიორენტინაში” ირჯება, გულდაწყვეტით ამბობს, რომ სხვა ბარაზილიელებს არ ჰგავს და მათგან განსხვავებით, ქალებთან ურთიერთობის დროს მორიდებული და ცოტა მოსაწყენი კაცია.

“ფლორენციაში უკვე ბევრი მეგობარი მყავს და ერთმანეთს ქალებთან დაკავშირებით ხშირად ვეხუმრებით ხოლმე. უფრო ზუსტად კი ისინი გამუდმებით დამცინიან, რომ დღემდე არ მყავს მეგობარი გოგო მაშინ როდესაც, ბრაზილიაში ბევრი ჩემხელა კაცი ხშირად უკვე რამდენიმე შვილის მამაც კი არის. ქალებთან ურთიერთობაში ძალიან მორიდებული ვარ და ამ მხრივ მამაჩემს ვგავარ” – ამბობს 21 წლის ბრაზილიელი.

ალბათ არ იქნებოდა ურიგო, მატოსი სექსის ამბებში გამოცდილ და მრავლსმნახველ ბრაზილიელ ვეტერან ფეხბურთელებს ”გაეწვრთნათ”. მათი გამოცდიოლება მართლაც რომ დიდი და განსაკუთრებული იქნება!


0.16066