ფეხბურთი

13:50 | 10.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

მორატის ლეონარდოს დაბრუნება უნდა

“ინტერის” პრეზიდენტს მასიმო მორატის, რომელიც გუნდის მიერ ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო, გულშემატკივრებმა გააკრიტიკეს, კლუბში ლეონარდოს დაბრუნებას ფიქრობს. ბრაზილიელი 2010-2011 წლებში გუნდის მთავარი მწვრთნელი იყო, ხოლო ახლა პსჟ-ს სპორტული დირექტორია.

იტალიური გამოცემა Il Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, თავად ბრაზილიელიც მილანში დაბრუნების წინააღმდეგი არაა, მაგრამ პარიზულ კლუბთან ხელშეკრულება კიდევ ერთი წელი აკავშირებს.

გარდა ამისა, მორატის სურს სამედიცინო შტაბი განაახლოს, რადგან სეზონის ბოლოს “ინტერმა” ტრავმების გამო, ბევრი ფეხბურთელი დაკარგა. დღესდღეობით, მილანელთა ლაზარეთში 13 ფეხბურთელია.



 

თეგებილეონარდო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107831