მილანის “ინტერის” პრეზიდენტის – მასიმო მორატის გადაწყვეტილებით, მთავარი მწვრთნელი ანდრეა სტრამაჩონი კლუბს უახლოეს პერიოდში დატოვებს. ამის შესახებ La Gazzetta dello Sport-ი იუწყება.
ცხადია, მორატი აწ უკვე დასრულებული სეზონის შედეგებით უკმაყოფილოა და ამიტომაც გადაწყვიტა მწვრთნელის შეცვლა. შეგახსენებთ, რომ სტრამაჩონი “ინტერს” 2012 წლის მარტიდან წვრთნიდა.
ცნობისათვის, “ინტერის” მომავალ თავკაცად ვალტერ მაცარი მოიაზრება.