ფეხბურთი

20:55 | 8.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

მორატი “ლივორნოს” შეძენას აპირებს

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანის “ინტერის” ყოფილი მესაკუთრე მასიმო მორატი “ლივორნოს” შეძენას აპირებს.

მორატიმ “ინტერი”, რომელსაც 16 წლის განმავლობაში პრეზიდენტობდა, გასულ წელს, ერიკ ტოჰირს მიჰყიდა. როგორც ჩანს, 68 წლის ბიზნესმენმა ფულის კვლავ ფეხბურთში ჩადება მოისურვა. Corriere Fiorentino-ს ცნობით, მორატი შედარებით მოკრძალებული იტალიური გუნდის, “ლივრონოს” შეძენას აპირებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტოსკანელთა პრეზიდენტი ალდო სპინელი კლუბის გასხვისებას გეგმავს და პოტენციურ მყიდველთა შორის მასიმო მორატიცაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109331