ფეხბურთი

17:53 | 23.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

მორატი ასეთ სტარტს არ ელოდა

მილანის “ინტერის” პრეზიდენტი მასიმო მორატი აღიარებს, რომ ის მიმდინარე სეზონში გუნდის ასეთ კარგ სტარტს არ ელოდა.

“ინტერს”, სერია A-ს 4 ტურში, მხოლოდ 2 ქულა აქვს დაკარგული, ისიც მოქმედ ჩემპიონ “იუვენტუსთან”. გასულ კვირას, მილანელებმა “სასუოლოს” 7 უპასუხო ბურთი გაუტანეს.

“ველოდი თუ არა მაცარის დანიშვნისგან ასეთ შედეგს? გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ არა. ვფიქრობ, მაცარის ყველაფერი კარგად გამოსდის, რადგან ის საკუთარ საქმეზე შეყვარებული ადამიანია.

მაცარიმ მოახერხა და სამუშაო გუნდის ყველა წევრს შეაყვარა. რა საქმითაც არ უნდა იყოს ფეხბურთელი დაკავებული, ის ამას დიდი ენთუზიაზმით აკეთებს.

გასულ სატრანსფერო სეზონში აქცენტი ნიჭიერ ახალგაზრდებზე გავაკეთეთ. ვფიქრობ, მათ უკვე დაამტკიცეს, რომ ძლიერი შემსრულებლები არიან.” – აცხადებს მასიმო მორატი.

0.118186