მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა თავდამსხმელის – ალვარო მორატას შეძენა “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურს. ამის შესახებ მადრიდული გამოცემები იუწყებიან.
21 წლის ფორვარდი “სამეფო კლუბში” სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას უჩივის და გარემოს გამოცვლის წინააღმდეგი არაა. რამდენადაც ცნობილია, “რეალი” მორატას 15 მილიონ გირვანქა სტერლინგად აფასებს.
ცნობისათვის, მორატას მადრიდელებთან კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს. “მანჩესტერის” გარდა, ესპანელის შეძენა ლონდონის “არსენალსა” და ტურინის “იუვენტუსსაც” სურთ.