ფეხბურთი

11:29 | 19.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

მორატა: “რეალში” ბედნიერი ვარ

“რეალის” თავდამსხმელმა ალვარო მორატამ ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში “ბეტისის” სტუმრად ძლევის (5:0) შემდეგ განაცხადა, რომ ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციებს დიდ ყურადღებას არ აქცევს, რადგან გუნდში თავს შესანიშნავად გრძნობს. შეგახსენებთ, ესპანურ პრესაში აქტიურად იწერება, 21 წლის ფეხბურთელით “იუვენტუსის”, “ინტერისა” და “არსენალის” დაინტერესების შესახებ.

“მადრიდის “რეალში” ძალიან კარგად ვარ და თუნდაც რამდენიმე წუთით მომიწიოს თამაში, მაინც აქ ყოფნა მინდა” – უთხრა მორატამ ჟურნალისტებს.

0.116757