მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი ალვარო მორატა სავარაუდოდ კარიერას ლონდონის “არსენალში” გააგრძელებს. Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მეთოფეები” 21 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტს მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე (12 ივნისი) გააფორმებენ, თუმცა ოფიციალურ კომენტარს ჯერ არც ერთი მხარე არ აკეთებს.
2013/14 წლების სეზონში მორატამ ესპანეთის ჩემპიონატში 23 თამაში ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.